“ნაცმოძრაობის“ წევრი: თორნიკე რიჟვაძემ კუნძულის მშენებლობას თავი დაანებოს და ქალაქს მიხედოს

349

ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ ქალაქის ცენტრში, საბაგიროსთან სანაპირო ზოლი საფრთხის შემცველია.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩი მექვაბიშვილი აცხადებს, ტერიტორიაზე ჯებირებია მოსაწყები. მისივე თქმით, ტერიტორიის მოსაწესრიგებლად ბათუმის ბიუჯეტში დაუყოვნებლივ ცვლილება უნდა მოხდეს, რისთვისაც ქალაქის თვითმმართველობას მიმართავენ.

“საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სრული სიბინძურე და სანიტარიაა, ტერიტორია საპირფარეშოდ არის ქცეული, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს მოვუწოდებთ, რომ ამ სანაპიროსთან ჯებირები მოაწყონ, რადგან საშიში და ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია. თორნიკე რიჟვაძემ კუნძულის მშენებლობას თავი დაანებოს და ქალაქს მიხედოს”,- განაცხადა ბაჩი მექვაბიშვილმა