დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედმა შემადგენლობამ ბოლო სხდომა გამართა. სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი განიხილეს და დაამტკიცეს. ამის შესახებ ტვ4 წერს.
მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 29 151 800 ლარით განისაზღვრა. სოციალური მიმართულებით დაფინანსებამ 2022 წელს 3 800 000 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის კი 6 000 000 ლარი გამოიყო.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება.