მომავალი წლიდან ქობულეთში სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის ვიდეოკამერების მონტაჟი იგეგმება

297

მომავალი წლიდან ქობულეთში სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის ვიდეოკამერების მონტაჟი იგეგმება. შესაბამისი ხარჯები ბიუჯეტში უკვე გაწერილია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სათვალთვალო ვიდეო კამერები ქალაქის ტერიტორიაზე დამონტაჟდება, სოფლებში კი  გარე განათების დამატებითი წერტილები მოეწყობა.

ვიდეო-კამერების შეძენა-მონტაჟისთვის ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი გამოიყოფა.

რაც შეეხება გარე განათებების მოწყობას, რეაბილიტაციას და ექსპლუატაციას, ამისთვის  მილიონ  338 ათასი ლარი დაიხარჯება.