ბათუმში, ბაგრატიონიდან ქობულეთის ქუჩამდე მონაკვეთში კი ასფალტის საფარი იგება

466

სულაბერიძის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ქუჩაზე სანიაღვრე არხი, ტროტუარი და გზაგამყოფი ზოლი ეწყობა.  ბაგრატიონიდან ქობულეთის ქუჩამდე მონაკვეთში კი ასფალტის საფარი იგება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

სულაბერიძის ქუჩის სრული რეაილიტაცია წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. საერთო ჯამში კი პროექტის ღირებულება 4 მილიონ 240 ათას ლარს აღემატება.