1 დეკემბერს მარნეულის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს

379

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 1 დეკემბერს რიგგარეშე სხდომა ჩანიშნა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს. ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანონ „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა. როგორც საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ თქვა, ბიუჯეტში არსებითი ხასიათის შენიშვნებიო არ ყოფილა და იყო მხოლოდ ოთხი სახის წინადადება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

“საკრებულოს შენიშვნები არ გადაუგზავნია მერთან და წარმოდგენილი პროექტით, კანონი გვაძლევს იმის უფლებამოსილებას, რომ მოხდეს დამტკიცება“

სხდომა მერიის დიდ საკონფერენციო დარბაზში, 12:00 საათზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს, 12:00 საათზე მოიწვია. შესაბამისად, 2017 წლის მოწვევის საკრებულოებს უფლებამოსილება 3 დეკემბერს შეუწყდება. მანამდე მათმა ნაწილმა მოასწრო 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.