ყვარელში კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

415

ყვარელში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ხორციელდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

კორპუსების ფასადები ჭავჭავაძის ქუჩაზე იცვლება, მისი დასრულების შემდეგ კი ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება. ასევე შეკეთდება ამავე ქუჩაზე მდებარე კერძო სახლების ღობეები და ქალაქის შემოსასვლელში მდებარე ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი.