გიორგი გუგავა: მცხეთიდან რუსთავამდე მეტრო უნდა გაკეთდეს

700

„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატმა „ლიბერალს“ განუცხადა, რომ  ქალაქში გადაადგილების პრობლემის მოგვარება მცხეთიდან რუსთავამდე მეტროს გაკეთების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

გიორგი გუგავას აზრით, თბილისში, პარკინგის სისტემის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემასა და „ტრამვაის ხაზების ინსტალირების“ პარალელურად, მეტრო უნდა განვითარდეს. „გასარემონტებელი და შესასყიდია ახალი შემადგენლობები. მგზავრთა ნაკადის გადაყვანა საჭიროა მეტროს საშუალებით. უნდა მოხდეს ამ ხაზის განვითარება, საბოლოო ჯამში – მცხეთა-თბილისი-რუსთავის დაკავშირება მეტროს ხაზით. ბუნებრივია, მუნიციპალიტეტი ამას ერთ და ორ წელიწადში ვერ მოახერხებს, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონორებთან ერთად უნდა დაიწყოს ამ პროექტის განვითარება.“ – მიიჩნევს გიორგი გუგავა. მისი აზრით, ეს პროექტი ქალაქში გადაადგილების პრობლემას დიდწილად მოაგვარებს.

წყარო: ლიბერალი