წალენჯიხის მერი: რაც ბათუმსა და ზუგდიდში ხდება, სცილდება ბიუჯეტის ჩვეულებრივი დამტკიცების პროცესს – ასე მყარდება უზურპაცია და დიქტატურა ქვეყანაში

608

წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ბიუჯეტი პარტიის ფინანსურ წყაროდ მიაჩნია.

როგორც ხარჩილავამ ბათუმსა და ზუგდიდში ბიუჯეტების დამტკიცებასთან დაკავშირებით დღეს განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს სცილდება.

“ის, რაც ხდება ბათუმსა და ზუგდიდში ფაქტობრივად სცილდება ბიუჯეტის ჩვეულებრივი დამტკიცების პროცესს და ძალიან გლობალურ შეფერილობას იღებს. “ქართულ ოცნებას” ბიუჯეტი მიაჩნია პარტიულ ბიუჯეტად, პარტიული ფინანსების წყაროდ და მას არ ემეტება, რომ ეს საკითხი ხალხმა გადაწყვიტოს. სწორედ ეს პოლიტიკური კონფლიქტი მიმდინარეობს დღეს ხალხსა და “ქართულ ოცნებას” შორის, ასე მყარდება უზურპაცია და დიქტატურა ქვეყანაში”,- განაცხადა გია ხარჩილავამ.

ცნობისთვის, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცეს.