ბათუმში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მოვლენების ეპიცენტრმა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ გადაინაცვლა, სადაც ერთმანეთს უკვე პოლიცია და მოქალაქეები უპირისპირდებიან. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
პოლიცია საავტომობილო გზის გაწმენდას ძალის გამოყენებით ცდილობს და იქ შეკრებილები ტერიტორიიდან გაყავს.
უმაღლესი საბჭოს შენობაში, სადაც ვადაგასული საკრებულო შეიკრიბა და 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს, ოპოზიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. ისინი ამ ფაქტს აპროტესტებენ. დარბაზში ვითარება ცოტა ხნის წინ, უკიდურესად დაძაბული იყო. ოპოზიცია ამბობს, რომ ძველი საკრებულოს წევრებს, არ მისცემენ ბიუჯეტის დამტკიცების საშუალებას, რადგან ეს უკანონოა და ფინანსური დოკუმენტი უკვე საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ უნდა დაამტკიცოს.
საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ მძაფრსუნიანი ხსნარი დაღვარა, ამის შემდეგ ის პოლიციამ ძალის გამოყენებით შენობიდან გაიყვანა.