ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ შპრიცით “მძაფრსუნიანი” ხსნარი დაღვარა – სხდომა შეჩერდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
„ეს საკრებულოს სხდომა დღეს უნდა ჩაიშალოს. ბიუჯეტი არ უნდა მიიღონ ვადაგასულმა ადამიანებმა. არ მინდოდა ძიძგილაობა და ჩხუბი. მივიღე ასეთი უწყინარი გადაწყვეტილება. ბოლო წუთამდე, სანამ გაძლება შესაძლებელი იქნებოდა, ვაპირებდი იქ ყოფნას, რომ ვინმემ არ იფიქროს, რომ ეს ნივთიერება არის საფრთხის შემცვლელი. ამ ნივთიერებას აქვს სუნი, რომელიც არის რთულად გასაძლები“, – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.