ბათუმის საკრებულოდან ოპოზიციის წევრები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. ვითარება ბიუროს სხდომაზე იმდენად დაიძაბა, რომ ხელჩართულ დაპირისპირებამდე მივიდა.
ოპოზიციის წევრებმა ბიუროს სხდომაზე მოქმედი საკრებულოს უმრავლესობას განუცხადეს, რომ დღევანდელი ბიუროს სხდომა არალეგიტიმურია. ოპოზიციის წევრების თქმით, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცდილობს ახალი საკრებულოს შეკრებამდე მოხდეს მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქადამაძემ ბიუროს სხდომაზე საკითხების ფურცელი დახია და პროტესტის ნიშნად მაგიდაზე ავიდა.
დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ოპოზიცია ბიუჯეტის დამტკიცების საკითხის დღის წესრიგში შეტანას აპროტესტებს. საკრებულოს სხდომა საკრებულოში ხვალაა ჩანიშნული.
ახალი მოწვევის საკრებულოში “ქართული ოცნება” უმცირესობაშია. მას 16 მანდატი აქვს, ხოლო ოპოზიციას – 19.