ბათუმში ნაძვის ხე ევროპის მოედანზე დაიდგმება

550

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე ძველ ადგილს უბრუნდება. სადღესასწაულო ატრიბუტი ბულვარის ნაცვლად, კვლავ ევროპის მოედანს დაამშვენებს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

როგორ მორთავენ წელს ან რის გამო გადაწყვიტეს ადგილმონაცვლეობა, ბათუმის მერიაში პასუხისმგებელი პირები განმარტებებს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.  უცნობია ისიც, თუ როდის დაიწყება ქალაქში საახალწლო სამზადისი.

უწყების გადაწყვეტილებით, ზღვისპირა პარკის შესასვლელთან ნაძვის ხის გადატანას 2019 წელს მოქალაქეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ბათუმში მცხოვრებლები იწუნებდნენ მის დიზაინსაც.