ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდის მშენებლობა ვადაზე ადრე სრულდება

1441

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობთან,  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე მშრალ ხევზე, ახალი სახიდე გადასასვლელის  სამშენებლო სამუშაოებს ვადაზე ადრე ასრულებს.

არსებული 80-იან წლებში აშენებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, აშენდა ახალი ალტერნატიული ხიდი, რაც სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს. ხიდის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა პარალელურ რეჟიმში განხორციელდა.

ხიდზე ჩატარებულ სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე გაეცნო.

პროექტის ფარგლებშo განხორციელდა: ახალი 3 მალიანი, 92 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, სადეფორმაციო ნაკერების, განაპირა და შუალედური ბურჯების, ფოლადის ზღუდარების, ასტფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ასევე განხორციელდა, ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

ამ დროისათვის, ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს ახალი ხიდის გაბიონების კედლების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ  4 846 900 ლარი შეადგინა. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში  დასრულდება. პროექტის ფარგლებში სამუშაოებზე 45 ადამიანი დასაქმდა.