2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, სოციალური და კულტურის სფეროები იქნება, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.
ქუთაისის მერთან ერთად, განხილვას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, მერის მოადგილეები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„დღეს ქალაქის საკრებულოს მიერ მოეწყო ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა. ეს არის ბიუჯეტის პირველი, სამუშაო ვერსია, რომელიც მოამზადა ქუთაისის მერიამ. მომავალი წლის ბიუჯეტში გვაქვს 22-მილიონიანი ზრდა. 2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებად ისევ რჩება სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურა, კულტურა. გვაქვს ახალი პროგრამებიც. მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება უფრო მრავლისმომცველი. მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ჩვენი თანაქალაქელების აქტიური ჩართულობა, რომ მათი მოთხოვნები და საჭიროებები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქალაქის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის პროცესი გაგრძელდება.