მერიამ მარნეულის მოსართავად 195 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

322

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას 195 000 ლარად ქალაქ მარნეულში საახალწლო მორთულობების შეძენა/მოწყობას, არსებულის აღდგენისა და თანმდევი მომსახურების (მონტაჟის) შესყიდვას პირდება. ინფორმაციას რადიო მარნეუი ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, განთდება და სხვადასხვა ილუმინაციებით მოირთვება 26 მაისის ქუჩა, შადრევანი, იუსტიციიდან ხიდამდე არსებული ტერიტორია, ხიდი, რუსთაველის ქუჩა, ბაზრის მოედანი, მერიის შენობა, რუსთაველის ქუჩის ბოლო მონაკვეთი, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურიდან ავერსის კლინიკამდე ტერიტორია და კულტურის ცენტრი.

195 000 ლარიანი ტენდერი მერია, 19 ნოემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 27-დან 30-ნოემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 20 დეკემბრამდე შეასრულოს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ვიდრე მერია აღნიშნულ ტენდერს გამოაცხადებდა, მანამდე, საახალწლოდ ქუჩების განათების გეგმაში 4 500 ლარი დახარჯა.