სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, რუსთავში “ნაცმოძრაობის” წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

493

რუსთავის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” შიმშილობა შეწყვიტეს. მათი თქმით, პროტესტის ამ ფორმამ შედეგი გამოიღო.

როგორც ენმ-ს დეპუტატმა, ვაჟა მორგოშიამ აღნიშნა, მათთვის უკვე ცნობილია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა.

შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს წევრები საკრებულოს შენობაში 5 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა იყო.