ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
დღეს საპროტესტო მსვლელობები სხვა ლოკაციელბზე უნდა გამართულიყო, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა, მსვლელობები გააუქმა და საპროტესტო აქციის ლოკაციად რესპუბლიკის მოედანი დაასახელა.
„ჩვენ 19 ნოემბერს, დაგეგმილ სამ ლოკაციაზე მანიფესტაცია – მსვლელობას ვაუქმებთ და ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, – განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვლმა გონება დაკარგა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეანიმატოლოგის ჩარევის შედეგად დასტაბილურდა. ამჟამად ის რეანიმაციაში იმყოფება.