იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებულმა სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხუთი მუნიციპალიტეტისგან წარდგენილი საპროექტო წინადადებები 16 ნოემბერს, განიხილა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ხარაგაულიდან ამ პროგრამაში დევების სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტია წარდგენილი.
ქუთაისის, ზესტაფონის, საჩხერისა და ბაღდათის საპროექტო წინადადებები საგზაო ინფრასტრუქტურის, რეკრეაციული სივრცეებისა და ვარინკა წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოიცავს.
მუნიციპალიტეტებისგან წარდგენილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.
მთავრობის გადაწყვეტილების შემდგომ, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, კომისიის მიერ მოწონებული პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
ამ პროგრამით იმერეთში 2021-2022 წლებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხარაგაულში ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე გადაწყდა.