ხელვაჩაურის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 211 000 ლარით გაიზარდა

341

ხელვაჩაურის მეოთხე მოწვევის საკრებულო მუშაობას ასრულებს. 26 წევრიან მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოს  ვადა უკვე ეწურება და  ადგილს ახალ შემადგენლობას უთმობს და უტოვებს ხელვაჩაურის 2022 წლის ბიუჯეტს, მიმდინარეში კი ცვლილება თავად განახორციელეს. ინფორმაციას აჭარს მაუწყებელი ავრცელებს.

211 ათასი ლარით გაიზარდა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი და  უკვე 25 მილიონ ლარზე მეტია. საფინანასო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით ზრდა ტენდერებისგან მიღებული ეკონომიების ხარჯზე მოხდა.

თანხები ჯანდაცვაზე, კომუნალურ სამსახურსა და ხელვაჩაურის წყალკანალზე გადანაწილდა. ცვლილებები ბიუჯეტში საკრებულოს წევრებმა დღეს დაამტკიცეს. მათ ასევე მიიღეს დადგენილება, რომლითაც როგორც განმარტავენ, ფიზიკურ პირს მეორე კლასის  მშენებლობისთვის გარკვეულ შემთხვევებში  გეოლოგიური დასკვნისა და პროექტის გარდა აღარაფერი მოეთხოვებათ.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მოისმინეს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 6 თვიანი ანგარიში. ამ პერიოდში კომისიამ 254 განცხადება განიხილა და მათგან მხოლოდ 118 დააკმაყოფილა.