საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საზოგადოებას აქვს უფლება ჭორების, ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციისა და სპეკულაციის ნაცვლად ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია სააკაშვილის შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე მეტად დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და როგორც თავად მიიჩნევს, არის კიდეც.
„თავის მხრივ, საზოგადოებას აქვს უფლება ჭორების, ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციისა და სპეკულაციის ნაცვლად ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ. ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და მივმართავ მას, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად შესრულებას და არა – ნაწილობრივ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.