არაერთხელ განემარტათ, რომ დაეტოვებინათ დარბაზი, მუშაობაში მიშლით ხელს – შსს-ს მაღალჩინოსანი ზუგდიდის საკრებულოში დაპირისპირებაზე

650

მათ განემარტათ არაერთხელ რომ დაეტოვებინათ სხდომათა დარბაზი როგორც პოლიციის მხრიდან, ისე წერილობით მხრიდან… მუშაობაში მიშლით ხელს- აცხადებს სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ზუგდიდის საკრებულოს შენობაში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

პოლიციამ მოშიმშილე დეპუტატები საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან უხეშად, ძალისმიერი მეთოდებით გაიყვანა, ერთ-ერთ მოშიმშილე ამ დაპირისპირების დროს, შეუძლოდაც გახდა.

ბიუჯეტის განხილვის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, ეს იქნება სამართლებრივი საფუძველი დაინიშნოს ზუგდიდში მერის ახალი არჩევნები, რის გამოც “ოცნების” ხელისუფლება ახლა ჩქარობს. ოპოზიციის წევრები კი ამბობენ, რომ ბიუჯეტის ხარჯები მხოლოდ მმართველი პარტიის წევრებისა და მათი პარტაქტივის კეთილდღეობას, სსიპებისა და ააიპების თანამშრომლებისთვის ხელფასების შენარჩუნებას ემსახურება და იქ არაა გათვალისწინებული ქალაქისა და ხალხის რეალური საჭიროებები.

საკრებულოს შენობიდან ძალით გაყვანილი მოშიმშილეები პირველ სართულზე აგრძელებენ პროტესტს.