11 ოქტომბერს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში რძის გადამამუშავებელი ახალი მეურნეობა გაიხსნა.თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რძის გადამამუშავებელი საწარმო – შპს „თელეთის ყველის სახლი“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მამუკა კვარაცხელიამ ქვემო ქართლის გუბერნატორთან, გრიგოლ ნემსაძესთან ერთად გახსნა.
თელეთის ყველის სახლის“ შემნახველ მეურნეობაში თვეში 45 ტონარძე გადამუშავდება. საწარმოში დასაქმებული 20 ადამიანიდან 10 ადგილობრივი მუშახელია. კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 366010 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 146 404 აშშ დოლარი გრანტია.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საერთაშორისო სტანდარტის HACCP აღებასაც გეგმავს.