აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქისა და ადმინისტრაციული ერთეულების ყველა დარჩენილ ქუჩაზე, ჯამში 120-კმ გზაზე გარეგანათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
პროექტის განხორციელების შემდეგ გადაიჭრა მრავალწლიანი პრობლემა, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სრულად იქნა მოწყობილი გარეგანათება, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და გზაზე გადაადგილების შესაძლებლობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.