რუსთავის მე-6 მოწვევის საკრებულოს 53-ე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 2022 წლის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტები მოიწონეს. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარის, ნინო ქავთარაძის განცხადებით, საერთო რაოდენობით საუბარია 25 პროექტზე, რომლებიც უკვე დაგეგმილი/შემუშავებულია და, თუ ბიუჯეტი შესაძლებლობას მისცემს, შემდეგ წლებში განხორციელდება.
“საკრებულოს სხდომაზე განხილული იყო პროექტები, რომელიც საკრებულომ მოიწონა 2022 წლის ბიუჯეტში დასაგეგმად და განსახორციელებლად. ესენი გახლავთ: მედიათეკის მშენებლობა და კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია, სხვადასხვა ქუჩისა და ავარიული სახლების რეაბილიტაცია. სულ არის 25 პროექტი, რომლებიც ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება მომავალ წლებში. ჩვენ გვაქვს ბიუჯეტში გათვლილი ინფრასტრუქტურის ნაწილიც, რომელიც უნდა მოხმარდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ქალაქში, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე რეგიონული განვითარების ფონდიდან. შესაბამისად, ამ ორი წყაროს საშუალებით შეძლებისდაგვარად იქნება განხორციელებული ეს პროექტები”,- განაცხადა ნინო ქავთარაძემ.
საკრებულოს მიერ მოწონებული 25 პროექტი:
1. დ. კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია და მედიათეკის მშენებლობა
2. რუსთაველის 13-ში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები
3. თბილისის ქუჩის N26-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრება/რეაბილიტაცია
4. რჩეულიშვილის N2-ის ფასადის რეაბილიტაცია
5. ჩაპაევის N5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერება და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები
6. ნეკრასოვისა და სამშვილდის ქ. ასფალტ-ბეტონის მოწყობა
7. სამგორის ქუჩაზე ბეტონის საფარის მოწყობა
8. მცხეთის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა
9. გიორგი ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია.
10. რუსთაველის ქუჩისა და ტროტუარების რეაბილიტაცია (მე-2 ეტაპი)
11. დიდების ხეივანში სკვერის რეაბილიტაცია
12. ჩეხოვის ქუჩის N8-თან სკვერის მოწყობა
13. ვ. მესხიშვილის N11-13-თან სკვერის მოწყობა
14. კონსტიტუციის ქ. N1-ში მდებარე N1 საბავშვო ბაღის შენობის (მე-2 შენობა, ტერიტორია) რეაბილიტაცია
15. გრიგოლ ხანძთელის ქუჩის რეაბილიტაცია
16. კულტურისა და დასვენების პარკში ველობილიკის მოწყობა
17. ქაშაკაშვილის ქ. N10-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები
18. ვაჟა-ფშაველას II გას. N4-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები
19. შარტავას გამზირის N19-დან მე-20 მკ/რ-ის N1 კორპუსამდე ტროტუარის მოწყობის სამუშოები
20. დოლიძის ქუჩის დარჩენილი ნაწილის ბეტონის საფარის მოწყობა
21. ქაშაკაშვილის ქ. N8-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები
22. რუსთაველის ქუჩა N11 საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები
23. მშენებელთა ქუჩაზე ვენ.დისპანსერის მისასვლელი გზისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა
24. მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია (საზოგადოება აზოტის მიმდებარე ტერიტორია)
25. წერეთლის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია (მშენებელთა ქუჩის კვეთამდე)