ზუგდიდის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვები იწყება

410

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვები იწყება. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.

კომისიებისა და ფრაქციების სხდომები გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ.ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი #45, III სართული). ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ჩაერთოს ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში და მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინასური დოკუმენტის შექმნაში.

ბიუჯეტის პროექტის განხილვების გრაფიკი:

15 ნოემბერი, 11:00 საათი – საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისია; იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია (გაერთიანებული სხდომა).

15 ნოემბერი, 13:00 საათი – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისია; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია (გაერთიანებული სხდომა).

15 ნოემბერი, 15:00 საათი – ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია.

16 ნოემბერი, 11:00 საათი – საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

16 ნოემბერი, 13:00 საათი – საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

16 ნოემბერი, 15:00 საათი – საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“.

16 ნოემბერი, 17:00 საათი – არასამთავრობო სექტორთან და დაინტერესებულ პირებთან პროექტის განხილვა გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისში (მისამართი: ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №52).

2022 წლის ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტი 46,5 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.