ქარელის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს ნარჩენების მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდა

541

ქარელის მუნიციპალიტეტის თემების წარმომადგენლებს,  ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების თემაზე,  დოკუმენტური ფილმი უჩვენეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელიდან (CENN) აცნობეს. ორგანიზაციის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრას ქარელის მუნციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწუნებულები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

ფილმის ჩვენება მიზანად ისახავს ცნობიერების ამაღლებას. ,,ფილმში საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების განცალკევება, რათა დაექვემდებაროს შემდგომ გადამუშავებას, რომ არ გადაიქცეს ნაგვად.

ფილმის ჩვენების შემდგომ გაიმართა დისკუსია. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს სასათბურე, პოლიეთილენის პარკებისა და დაძველებული ბოსტნეულის განთავსება ნაგავსაყრელზე.

რაც შეეხება ბიოლოგიურ ნარჩენებს, ამისათვის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს კომპოსტირების მეთოდის გამოყენება შესთავაზეს.

ორგანიზაცია სენის წარმომადგენლები ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებს შესთავაზა რომ , გაკეთდეს სათემო კობოსტირი სოფლებში სადაც განთავსდება გაფუჭებული ხილი და ბოსტნეული.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი CENN – მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს პროექტის ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში’’ ეტაპობრივად გააგრძელებს. პროექტი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

წყარო: ქართლი