ხელვაჩაურში წელს დაგეგმილი სოციალური სახლი გარდამავალ პროექტებს შორის მოხვდა და მისი მშენებლობა მიმდინარეს ნაცვლად მომავალ წელს დაიწყება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, კომისიამ ბენეფიციართა შესარჩევი კრიტერიუმების შემუშავება დააგვიანა.
ტარიელ ნაკაშიძის ინფორმაციით, კომისიის წევრებს შორის არაინ მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და მისი მოადგილე კახა ფუტკარაძე. მათ დღეს პრესსამსახურის მცდელობის მიუხედავად ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშზე კომენტარი არ გააკეთეს. სწორედ ამ ანგარიშში მოხვდა სოციალური სახლი.
რაც შეეხება სხვა პროექტებს, ძირითადი ნაწილი ფერდსამაგრ სამუშაოებს მოიცავს და უმრავლესობა როგორც გვითხრეს, შესრულებულია. საერთო ჯამში, 2021 წლის სამი კვარტლის ანგარიშით ხელვაჩაურის მერიამ მთავარი ფინანსური დოკუმენტი შემოსავლების ნაწილში 100- ზე მეტით, ხოლო ხარჯვით 83 პროცენტით შეასრულა. ანგარიში საკრებულოს წევრებმა მოიწონეს.
სხდომას დღეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ესწრებოდა.