ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

201

ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს,-  ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, ჟორდანიას ქუჩაზე საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

მერიის ცნობით, გზის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ჟორდანიას ქუჩის გარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 8 მარტის, კუბისა და ქორთუას ქუჩებზე მიმდინარეობს.