რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ახალგაზრდებისთვის იდეების კონკურსს აცხადებს

421

არაფორმალური განათლება, ახალგაზრდული პროგრამების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში ახალგაზრდების ჩართულობა და გარემოს დაცვის საკითხები – რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ახალგაზრდებისთვის იდეების კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ტვ4 წერს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად ცენტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული კითხვარის შევსება იქნება საჭირო.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია  სრულწლოვან პირს ან საინიციატივო ჯგუფს, რომელშიც ერთი პირი მაინც იქნება სრულწლოვანი.  კონკურსანტი რუსთავში უნდა იყოს რეგისტრირებული.

პროექტში გამარჯვებული მიმდინარე წლის  ბოლომდე გამოვლინდება. პროექტი 2022 წელს განხორციელდება.