იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული ტექნიკა. მათივე თქმით, გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
“მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.
იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება”, — ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად იუსტიციის მინისტრმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ექნებოდათ შესაბამისი რეაგირება. როგორც ომბუდსმენის წარმომადგენელმა თქვა, სააკაშვილი მანქანიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, რადგან ის უარს აცხადებდა.