წალენჯიხის ვიცე-მერი პარტია “ლელოს” წევრი და სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი თამარ ბელქანია იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ადასტურებს. მისი თქმით, შემოთავაზებას უკვე დათანხმდა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
“კოალიციური მთავრობა სწორედ ამას გულისხმობს – ყველა ის პარტია და ადამიანი, რომელიც თანამონაწილეობდა ცვლილებებისთვის ბრძოლაში, რა თქმა უნდა მიიღებს მონაწილეობას წალენჯიხის აღმშენებლობაში, როგორც პრეცედენტში. მთავარი გზავნილი არის ყველაფერი ადამიანისთვის, ადამიანებთან ერთად. ჩვენ ერთად გავაკეთებთ და შევქმნით, ვანახებთ ერთმანეთს თუ რამდენი რამის გაკეთება იყო შესაძლებელი”, – აღნიშნა თამარ ბელქანიამ.
წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.