ხარაგაულში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ კონკურსში შვიდმა პროექტმა გაიმარჯვა

375

ხარაგაულის თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული „სამოქალაქო ბიუჯეტის“ კონკურსი დასრულდა. მეორე ეტაპზე გადასული 16 პროექტიდან შვიდი გამარჯვებული ინტერნეტმომხმარებლებისგან ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. 

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, სულ ონლაინ კენჭისყრაში 1 076 მოქალაქე ჩაერთო.

გთავაზობთ გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალს იდეის ავტორის, პროექტის სავარაუდო ღირებულებისა და ინტერნეტ გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეთა საერთო რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლების მითითებით:

  1. ხარაგაულის აღმნიშვნელი დეკორატიული აბრების მოწყობა – გივი კურტანიძე, 30 000 ლარი, ხმების 14,3%;
  2. „ჯანსაღი ცხოვრების წესი სოფლად“ – ვერტვიჭალაში მინი მოედნის მოწყობა – კობა სხილაძე, 30 000 ლარი, ხმების 12,2%;
  3. „ხარაგაული ჩაიფიქრე“ – ხარაგაულის სერზე ტურისტული ლოკაციის მოწყობა – ზურაბ თაბუკაშვილი, 15 000 ლარი, ხმების 11,6 %;
  4. „ლილეს წყაროს“ მოწყობა კიცხში – დეა ბერაძე, 10 000 ლარი, ხმების 9, 3%;
  5. ხარაგაულში ფრენბურთის მოედნის მშენებლობა – დიმიტრი ჩიკვაიძე, 30 000 ლარი, ხმების 9,3%;
  6. ღორეშაში ხელოვნურ საფარიანი მინი მოედნის მოწყობა – ზაზა გლუნჩაძე, 25 000 ლარი, ხმების 8,6%;
  7. ფარცხნალში დევდარიანებისა და ლეჟავების უბანში წყლის ჭაბურღილის მოწყობა – გულნარა დევდარიანი, 25 000 ლარი – ხმების 7,3%.

აღნიშნული პროექტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„ამ პროექტების განხორციელებისთვის 150 ათასი ლარია დაგეგმილი, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი. გამარჯვებული პროექტების საერთო ჯამური სავარაუდო ღირებულება ამ თანხაზე ბევრად მეტია. თუმცა, მერიის სამსახურებისგან ჩატარებული შიდა მოკვლევით, შვიდივე პროექტი 2022 წელს განხორციელდება და 150 ათასი ლარი საკმარისია“.

ხარაგაულის თვითმმართველობა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს.