საკუთრების ფასი აქ თბილისთან შედერაბით დაბალია. ფანტასტიური ადგილია, ფანტასტიური ბუნებაა, ტყეში შეგიძლია იცხოვრო. ცოტა შორი კი არის თბილისიდან, მაგრამ მე მიღირს – აცხადებს ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც წალენჯიხაში იმყოფება და ამბობს, რომ გირჩელები და თავადაც, იქ საკუთრების შეძენასაც გეგმავენ:
“გვაქვს იდეები, რომელიც მატ შორის გიას გავუზიარეთ, რისი გაკეთება შეიძლება აქ. გირჩში არიან ადამიანები, ჩემი ჩათვლით, რომლებიც აპირებენ წალენჯიხაში რაიმე საკუთრების შეძენას- მიწის ან სახლის და ა.აშ. და ეგეთი ახლა ამ წუთში მყავს დაახლოებით 6-7 ადამიანი. გიასაც ვუთხარი ეს და დამაკვალიანა, რამდენიმე ადამიანის საკონტაქტოებიც მაქვს წამოღებული, რომლებიც დაგვპირდნენ რომ აქ მოგვიძებნიან რაღაცებს, რაღაც საკუთრების შეძენას ვაპირებ აქ , სახლი ან მიწა” ამბობს ჯაფარიძე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში”.
შეგახსენებთ, წალენჯიხა ერთადერთია, სადაც მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.