არჩევნების დღეს, ზუგდიდში დაკავებულ აქტივისტებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

429

არჩევნების დღეს, ზუგდიდში დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტი ალიკა კუპრავა ავრცელებს.

წერს, რომ გიორგი მუმლაძეს 10 დღით, ნიკა ნარსიასა და ალბერტ მერებაშვილს კი 8-8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.