მალე სოფელ გურჯაანის მოსახლეობას სასმელი წყლის მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდება და 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტი ხორციელდება გურჯაანის სხვა სოფლებშიც. ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.