ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა მამუკა წოწერიამ გაიმარჯვა.
ცესკო-ს ინფორმაციით, 109 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:
- მამუკა წოწერია (ქართული ოცნება – N41) – 51.631%
- ანზორ მელია (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 48.369%.