“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი: ზუგდიდში #90-ე საარჩევნო უბანზე ბალანსი ვერ დასვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

635

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის ელისო ჭურღულიას ინფორმაციით, ზუგდიდში #90-ე საარჩევნო უბანზე ბალანსი ვერ დასვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მისივე თქმით,”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

” ხმის დათვლისას იყო სიტყვიერი დაპირისპირება. ბალანსი ვერ დასვეს და ამას მოჰყვა კამათი. მე გარეთ გავედი, როდესაც ისევ დაიწყო კამათი და ვაპირებდი უბანში შესვლას, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ხელით შემეხო”, – განაცხადა ელისო ჭურღულიამ.

რაც შეეხება, “ქართული ოცნების” წარმომადგენელს გიორგი ჯიქიას, ის ამბობს, რომ ჭურღულია თვითონ არის პროვოკატორი.