მდინარაძე: პოლარიზაციის წყარო დღეს დამარცხდება

172

პოლარიზაციის წყარო დღეს დამარცხდება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მოახერხებს სრულ მობილიზებას, 20-ვე საარჩევნო ოლქში მოგება გარანტირებული იქნება.

„მივმართავ ჩვენს ამომრჩეველს, დაუშვებელია რომ სადმე დავდოთ რისკი იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელმა რაიმე გამარჯვება მოიპოვოს, ამიტომ დღის განმავლობაში გვჭირდება სრული მობილიზება, იმისთვის რომ გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ.

როგორც ჩანს, მათ ზუგდიდში განსაკუთრებული მობილიზება აქვთ, ასე ამოარჩიეს, იმიტომ რომ პროვოკატორების რესურსი სხვაგან იმდენი არ აქვთ, რომ ამ მასშტაბის პროვოკაციული ფონი შექმნან. წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფომ ვინმეს მისცეს საშუალება პროვოკაციის ამ ხარისხისა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ზუგდიდში N20 საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 5 ადამიანია დაკავებული.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.