ზუგდიდში 20-ე უბანზე დამკვირვებლები, გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია დააკავეს. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
მანამდე ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო. როგორც მუმლაძე აცხადებდა, მას რამდენიმე ადამიანი მიუვარდა და ჩხუბი დაუწყო იმის გამო, რომ იგი არ იყო ზუგდიდელი და უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა.
მუმლაძე აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვდა ირაკლი ჩიქოვანისგან, რომელიც უბანთან ინციდენტის შემდეგ მივიდა.
არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში N20 საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 5 ადამიანია დაკავებული. 4 მათგანი მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრია, 1 კი – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.
ხუთივე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა (166-ე მუხლი) და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება (173-ე მუხლი).
ზუგდიდის N20 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დილიდან რამდენჯერმე მოხდა.
ადგილზე დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია.