მანანა ნარიმანიძე დუშეთის მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

591

დუშეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მანანა ნარიმანიძე მოადგილეებს უახლოეს მომავალში დაასახელებს.

„იგი მერიაში მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად მივიდა, სადაც მას უკვე ყოფილი მერი ზურაბ სეხნიაშვილი მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად დახვდა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. აღნიშნულ შეხვედრაზე მანანა ნარიმანიძემ დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა, ხოლო საზოგადოებას, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებას მადლობა გამოუცხადა ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ახლადარჩეული მერი უახლოეს მომავალში მოადგილეებს დაასახელებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.