დუშეთში, ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

473

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯორმუხის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.

„პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება ქალაქ დუშეთიდან სოფელ ყვავილამდე მისასვლელი გზა. დაიგება ბეტონის საფარი, რაც უახლოეს პერიოდში მოსახლეობას კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. პროექტის ღირებულება 292 000 ლარს აღემატება და მისი დასრულება მაისში იგეგმება“, – განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.