“თავისუფლება მიშას!” – ეს ბანერი გამოჩნდა ცოტა ხნის წინ იმ შენობის აივანზე, სადაც ოზურგეთში მერია და სამხარეო ადმინისტრაცია – გუბერნატორის აპარატია განთავსებული. იდეა სამოქალაქო აქტივისტებს ეკუთვნით. ინფორმაციას ოდიში ნიუსი ავრცელებს.
როგორც ოდიშინიუსისთვის გახდა ცნობილი, აქტივისტებმა მერიის შენობაში დაუბრკოლებლად შეღწიეს, რადგან იქ თითქმის არ იყვნენ საჯარო მოხელეები.
შეგახსენებთ, დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით, თბილისისკენ ავტოკოლენებით დაიძრნენ საჯარო მოხელეები და “ქართული ოცნების” პარტაქტივი, რომლებიც მმართველი პარტის მიერ ორგანიზებულ აქციაში იღებენ მონაწილეობას.