“თავისუფლება მიშას” – ოზურგეთის მერიის შენობაზე პლაკატის გამოფენის გამო სასამართლომ ენმ-ს წევრები სამართალდამრღვევად სცნო

434

წინა სტატია

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაზე ბანერის გადმოფენისა და ბიძინა ივანიშვილის სახლთან ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ გაკეთებული წარწერის გამო, სამართალდარღვევის ოქმი განიხილა.

ოქმი ქალაქ ოზურგეთის მერიამ , ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე შეადგინა.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ოზურგეთის მერიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კანონის დაცვით შეადგინა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები კანონდამრღვევებად ცნო, თუმცა 50 ლარიანი ჯარიმა სიტყვიერი შენიშვნით შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა, ოზურგეთის ადმინისტრაციული მერიის შენობაზე ბანერი წარწერით – “თავისუფლება მიშას” გადმოფინეს და ასევე ბიძინა ივანიშვილის სახლის შესასვლელთან, წარწერა თავისუფლება მიშას გააკეთეს.