ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ამიერიდან, ტურისტულ ქალაქს ოფიციალურად ახალი მერი, ლევან ზოიძე, ეყოლება. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “ოცნების” კანდიდატმა 52%-ზე მეტი ხმით გაიმარჯვა.
ცნობისთვის, ლევან ზოიძე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მოვალეობის თანამდებობას იკავებდა. მისი კანდიდატურა, 30 ოქტომბერს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინდა.