ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქობულეთში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლევან ზოიძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა. ის მანამდე მერის პირველი მოადგილე იყო.
ქობულეთის 67 საარჩევნო უბნიდან დათვლილია ყველა (100%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასე ნაწილდება:
ლევან ზოიძე, “ქართული ოცნება” – 52.2%
ბონდო თედორაძე, “ნაციონალური მოძრაობა” – 39.34%
ირაკლი ბერიძე, “გახარია ხალხისთვის” – 8.46%