“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე სიას აქვეყნებს, რომელშიც მისი თქმით, ზუგდიდში, არჩევნებში მონაწილე ხელისუფლების მაღალჩინოსნები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მართული კრიმინალები არიან.
მისი თქმით, ეს ადამიანები პასპორტების წართმევაში, მოსყიდვასა და დაშინებაში მონაწილეობენ.
“ამ ადამიანებს მივმართავ, ვიცით ყველა თქვენი გადაადგილების შესახებ, ყველა თქვენი უკანონო ქმედების და სასაფლაოზე რაზბორკებზე, დაგადგებით ყველგან სადაც იქნებით. თქვენ ვერ დააშინებთ და ვერ წაართმევთ არჩევანს ზუგდიდელებს!” – წერს ანი წითლიძე.
ჩამონათვალს უცვლელად გთავაზობთ:
- ლევან კაკავა – შემოსავლების სამსახურის უფროსი, სწორედ ეს პირი კონტაქტობს კრიმინალური ავტორიტეტებთან. პირველი ტურის გამარჯვების შემდეგ იყო თურქეთში სადაც შეხვდა კრიმინალური ავტორიტეტებს.
- შოთა ბაჯალაძე – სუს-ის მაღალჩინოსანი. გადაადგილება პოლონური სანომრე ნიშნის მქონე მანქანით. მონაწილეობს მოსყიდვაში.
- დიტო გვიშიანი – ქართული ოცნების რეგიონული შტაბიდან, დიტო სამხარაძის მიერ მოვლენილი.
- ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსი კობა (კორმა) ხარებავა. ეს ადამიანი აწვდის კრიმინალებს სიას ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებზე.
- სამხედრო პოლიციიდან: კობა გრიგოლია, ირაკლი ჭითანავა, ჯაბა ლაშქარავა, სწრაფი ჩაჩიბაია.
სუს-ის მიერ მართული კრიმინალები:
- სუს-ის დავალებების შემსრულებელი და ე. წ. ზუგდიდის მაყურებელი ხვიჩა ცხაკაია – ზედმეტსახელად ცესკო.
- ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლებზე მიმაგრებული არიან ასევე სუს-ის მიერ მართული მანუჩარ ბელქანია და რიჩარდ მახარობლიძე.
- ე. წ. ტყის ძმების მეთაური დათო შენგელია და მისი შვილი დადუ შენგელია.
- ე.წ. კანონიერი ქურდი, სუსის მიერ მართული რუსლან გეგეჭკორი. (სოფელი ურთა)
წითლიძის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” არაფორმალური შტაბი ზუგდიდში, რუსთაველის 66 და რუსთაველის 48 ნომერში მდებარეობს, მათი ძირითადი მიზანი კი ოპოზიციური მხარდამჭერებისგან პირადობის მოწმობების ჩამორთმევაა.