ცაგერში პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი „ოცნების“ კანდიდატს დებატებში იწვევს

323

პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი კონკურენტ კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ნემსაძეს დებატებში იწვევს.

ბესარიონ ბენდელიანის თქმით ლეჩხუმელი ამომრჩეველი იმსახურებს იყოს ინფორმირებული კანდიდატების ხედვებზე და გადაწყვეტილება მიიღოს არა დაშინების და ზეწოლის გზით, რისი ფაქტებიც მრავლადაა ცაგერში, არამედ შინაარსობრივი დებატების ფორმატში შეარჩიოს კანდიდატი.

„მინდა ჩემს კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“, მეორე ტურის წინ მივმართო და გამოვიწვიო დებატებში . ლეჩხუმელი ამომრჩეველი იმსახურებს იყოს ინფორმირებული კანდიდატების ხედვებზე და გადაწყვეტილება მიიღოს არა დაშინების, ღირსების შელახვის, სამსახურიდან გაშვების შიშით და ტყუილი დაპირებებით, არამედ შინაარსობრივი დებატების ფორმატში აირჩიონ სასურველი კანდიდატი.

ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში, მათ შორის სამთავრობო მედიაში მზად ვარ მივიღო მონაწილეობა დებატებში არა მხოლოდ მერობის კანდიდატთან, არამედ ცაგერის მოქმედ მერთან, გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, რადგან დღეს კონკურენცია არის არა კანდიდატებს შორის, არამედ ჩემსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბოსებსა და სისტემას შორის. იმედი მაქვს ისინი პატივს სცემენ საკუთარ ამომრჩევლებს და მიიღებენ ჩემს გამოწვევას“ – ბესარიონ ბენდელიანი.