ფოთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
როგორც კოალიციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში ფოთში პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა შეიქმნება.
მისივე თქმით, ოპოზიციის კოალიციურ ერთობაში კარი სხვა პარტიებისთვის, მათ შორის გიორგი გახარიას პარტიის წევრებისთვის ღიაა.
„ჩვენი კარი კოალიციურ ერთობაში ღიაა გახარიას პარტიისთვისაც, მისი კანდიტისთვის, მისი წევრებისთვის, თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად ფართო უნდა იყოს. პატივს ვცემთ მათ აზრს, თუმცა მიგვაჩნია, რომ მეტი ჩართულობით ფოთს მეტ სიკეთეს მოვუტანთ. კოალიციური ალტერნატივა არის ის, რასაც ვთავაზობთ, ერთფეროვანი, ნაცრისფერი და არა ცისფერი, როგორ აქამდე იყო, „ქართული ოცნების“ საპირწონედ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეთანხმებას ხელს ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა და შემდეგი პარტიების წარმომადგენლები აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, მოძრაობა „თავისუფლებისთვის“, „ლელო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „თავისუფალი საქართველო“, ერთიანი საქართველო“.