“ოცნების” წევრების მხრიდან “დროას” წევრის მიმართ შეურაცხოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

612

ზუგდიდში “ოცნების” შტაბის წევრების მხრიდან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

“დროას” წევრი მარიამ სიჭინავა, ზუგდიდში ჩასულ პრემიერს და მთავრობის წევრებს საპროტესტო პლაკატით დახვდა, რის გამოც მას “ოცნების” შტაბის წევრები,მისივე მტკიცებით დაესხნენ თავს.

“ეს პლაკატი ასეთი დაკუჭული კი არ იყო, მას შემდეგ ჩამოხიეს, რაც ირაკლი ღარიბაშვილს დავუძახე, ბატონო ირაკლი არ გრცხვენიათ ლექსო ლაშქარავას გამო?

წარმოიდგინეთ ირგვლივ აქტივის რეაქცია, მარტო მისულს რას მიზამდნენ.

დღეს, ერთადერთი იმით ვამაყობ რომ ყველა შეურაცხყოფას ჩვეული სიგიჟით არ ვუპასუხე, არცერთი წამით არ დავკარგე ადექვატურობა და ბოლომდე მშვიდად ვიდექი, მაშინაც კი, როცა მოძალადე სუსის ყოფილი თანამშრომელი (ახლა უკვე მამუკა წოწერიას შტაბის წევრი) გიორგი სალია , გასაჩუმებლად ძალადობრივად მიკუმავდა პირს, ამ ბიჭმა ხელი აწია და პირი მომიგუდა.

აქვე ვეტყვი გიორგის. გიო მე და შენ ერთი თაობის ახალგაზრდები ვართ და უბრალოდ მრცხვენია, რომ შენ ოდესმე სახელმწიფო სტრუქტურებს წარმოადგენდი და მეც და შენც ზუგდიდელები გვქვია.”- წერს მარიამ სიჭინავა.

იგი დღეს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში აპირებს მისვლას, სადაც გუშინდელი ინციდენტის ამსახველ კადრებს გადასცემს სამართალდამცველებს.