ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, აღმაშენებლიდან ფრიდონ ხალვაშის ქუჩამდე მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
ქუჩის აღდგენითი სამუშაოები კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შემდგომ გახდა საჭირო.
წლის განმავლობაში მსგავსი სამუშაოები 15 ქუჩაზე შესრულდა.
პროექტის განხორციელებისთვის 1,3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.